ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3803 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციის გავრცელების დღიდან საქართველოში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 514 744-ს.
ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ით კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს პანდემიის გავრცელებიდან საქართველოში 6771 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 332 ინფიცირებული. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 448 288-მდე.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 34 159, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 19 708, PCR ტესტით - 14 451.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 11,3%, ბოლო 14 დღის - 10,92%, ბოლო 7 დღის - 10,8%.
სულ აცრილია - 962 165, დღიურად აცრილია - 23 303 ადამიანი.