20 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
"ისინი ჩვენს დახოცვას გეგმავენ. მათ არ უნდათ, რომ გოგონებმა ფეხბურთი ითამაშონ" - FIFA-მ ავღანეთიდან ქალი სპორტსმენების ევაკუაციის თხოვნით სახელმწიფო მეთაურებს მიმართა 

FIFA-მ ავღანეთიდან ქალი სპორტსმენების სასწრაფო ევაკუაციის უზრუნველყოფის თხოვნით სხვადასხვა სახელმწიფო მეთაურებს მიმართა. 

როგორც საერთაშორისო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ავღანეთის ქალი სპორტსმენები დახმარებას საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად ითხოვენ მას შემდეგ, რაც თალიბანმა ქაბული დაიკავა. 

რამდენიმე დღის წინ ავღანეთის ქალთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ხალიდა პოპალმა სპორტულ ორგანიზაციებს დახმარების თხოვნით მიმართა, რადგან თალიბანის მმართველობის დამყარების შემდეგ ავღანეთში ქალი სპორტსმენები საფრთხის ქვეშ არიან და ქალ ფეხბურთელებს დამალვაც კი უწევთ. 

ჰეილი კარტერი, ავღანეთის ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ყოფილი თანაშემწე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც დამალულ ქალ სპორტსმენებთან კონტაქტი შეძლო. 

"თუ ვინმე გაიგებს მათთან კონტაქტის შესახებ, გარეთ მყოფს მეტი საფრთხე ემუქრება" - აცხადებს კარტელი BBC World Service Sport-თან საუბარში. 

აშშ-ის ერთ-ერთმა ვეტერანმა ჯარისკაცმა კი განაცხადა, რომ სპორტსმენისგან მიიღო წერილი: "ისინი ჩვენს დახოცვას გეგმავენ. მათ არ უნდათ, რომ გოგონებმა ფეხბურთი ითამაშონ და ჩვენ საფრთხის ქვეშ ვართ," - წერს ავღანელი ქალი ფეხბურთელი.

 

წყარო: BBC

დღის ამბები