20 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
"ყველა პაციენტი, რომელიც შემოდის კლინიკაში მკაცრად ჟანგბადდამოკიდებულია" - ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტი

წითელ ზონაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით და პირველ სამეულში 100 000 მოსახლეზე ინფიცირებულთა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით - საქართველო მძიმე ეპიდსიტუაციას ებრძვის. 

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტის, ხატია ხატიაშვილის განცხადებით, ყველა პაციენტს, რომელიც მათ კლინიკაში შედის, სტაციონარული მომსახურება ესაჭიროება და ჟანგბადდამოკიდებულია. 

"ყველა პაციენტი, რომელიც შემოდის ჩვენთან კლინიკაში, არის სასტაციონარე, ყველას აქვს შესაბამისი პარამეტრები, ყველა საჭიროებს ჟანგბადს და არიან მკაცრად ჟანგბადდამოკიდებულები. სწორედ ამიტომაც არის გადატვირთული ჰოსპიტალური სექტორი. გასათვალისწინებელია, რომ მედპერსონალიც არის ინფიცირებული და შესაბამისად, ამ მხრივადაც გართულებულია სიტუაცია. ყველას პასუხისმგებლობაა, რომ დროულად აიცრას,"-აცხადებს ხატია ხატიაშვილი. 

პარალელურად, ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად მოქალაქეების 10%-ია აცრილი. ყოველდღიურად, საშუალოდ, 25 000 ადამიანი იცრება.

 

დღის ამბები