20 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
დიღმის საველე ჰოსპიტალში 60-ზე მეტი პაციენტია მოთავსებული

არსებული მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, კლინიკებს მხოლოდ მძიმე პაციენტების მიღება შეუძლიათ, საშუალოდ მძიმე კოვიდინფიცირებულები კი საველე ჰოსპიტალში გადაჰყავთ.

ამჟამად, დიღმის საველე ჰოსპიტალში 60-ზე მეტი პაციენტია მოთავსებული. პაციენტთა ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულია.

"არიან საშუალო საშუალო სიმძიმის პაციენტები, ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები. ერთი პაციენტის რეფერირება მოხდა გუშინ საღამოს პროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, მისი თანმხლები დაავადებების გამო. პერსონალი პროპორციულადაა, რაც სჭირდება ამ ეტაპისთვის ჰოსპიტალს,"- აცხადებს დიღმის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორი რევაზ კუჭუხიძე.

დღის ამბები