კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში კვლავ ხალხმრავალი ღონისძიებები იმართება. ბათუმში მდებარე რესტორანი "სანსეტ ბათუმი" წესების დარღვევისთვის შრომის ინსპექციამ დაილუქა.
ადგილზე ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა. ეს ბოლო 24 საათის განმავლობაში შრომის ინსპექციის მიერ მესამე დალუქული ობიექტია.
"აკრძალული საქმიანობის, კერძოდ, მასობრივი გასართობი საქმიანობა გამოვლინდა გუშინ ბათუმშიც. აღნიშნული აკრძალული საქმიანობა მიმდინარეობდა რეკომენდაციების კრიტიკული დარღვევით და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ობიექტის დალუქვის შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში შრომის ინსპექციის მიერ აკრძალული საქმიანობების, ასევე, საქმიანობების რეკომენდაციების დარღვევით მიმდინარეობისთვის დაილუქა 3 ობიექტი, ხოლო ბოლო ერთი კვირის მონაცემებით სულ დაილუქა 18 ობიექტი,"-აცხადებს შრომის ინსპექციის წარმომადგენელი "კურიერთან" საუბრისას.