20 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით ქვეყანა პირველ სამეულშია - ბოლო 1 კვირაში COVID 19-ს 400 ადამიანი ემსხვერპლა

დელტა შტამმა საქართველო რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობამდე მიიყვანა. მარტო ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსს 400-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ყოველდღიურად ინფიცირებული რიცხვი 1000-ობით იზრდება. ამ ფონზე, მასშტაბური ღონიძიებები იქ, სადაც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია, აკრძალვების მიუხედავად, მაინც იმართება. ბოლო 1 კვირაში, მსგავსი დიდი შეკრებების გამო, 18 ობიექტი დაილუქა

ინფიცირებულთა რეკორდულმა ზრდამ რთული სიტუაცია შეუქმნა სამედიცინო დაწესებულებებს. დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 15%-ს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება. ექიმების თქმით, ყველა კოვიდინფიცრებული, რომელიც კლინიკაში შედის, ჟანგბადდამოკიდებულია. კოვიდ ცენტრებში ადგილების არ არსებობის გამო, საველე ჰოსპიტლებში პაციენტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

კორონავირუსის გავრცელებისა და ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობის თვალსაზრისით, ქვეყანა ევროპის სხვა სახელმწიფოებს შორის პირველ სამეულშია. ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ერთი კვირის შემდეგ, ვირუსის გავრცელების მასშტაბები შესუსტდეს.

საქართველოს მასშტაბით 200-მდე ვაქცინაციის ცენტრია და დღის განმავლობაში მოქალაქეებს 150-მდე ბრიგადა ემსახურება. გარკვეულ ამცრელ ცენტრებში, რეგისტრაციის გარდა, ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია ადგილზე, ცოცხალი რიგის მეშვეობით. 

15 მარტიდან დღემდე სულ მოზრდილი მოსახლეობის 10 %-ია აცრილი. ვაქცინის ერთჯერადი ინექცია 23,7-% აქვს გაკეთებული.

დღის ამბები