ქართული ტრადიციები, კულტურა, ისტორია და არქიტექტურა - ამ ყველაფერს თავს 11 პოლონელი ჟურნალისტი საკუთარ ნამუშევარში მოუყრის.
ჩვენი ქვეყნის შესახებ, ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, პოლონელები, უკვე რამდენიმე დღეა მასალებს აგროვებენ, რეპორტაჟებს სტატიას და ბლოგ პოსტებს ამზადებენ. საქართველოზე მომზადებულ მასალას მილიონობით ადამიანი გაეცნობა.