ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს – ის მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთელ მოუწოდებს.
"დღე არ გავა სასოწარკვეთილმა შვილმა არ დამირეკოს, დედა ან მამა მყავს კოვიდით უმძიმეს მდგომარეობაში მითხარი თუ არსებობს ნებისმიერი წამალი, თუნდაც აქ არ იყოს გაუჩენელს გავუჩენ, რომ მისი სიცოცხლე გადავარჩინო.
ყველა მათგანს ვეკითხები აცრილი იყო მშობელი? პასუხი დუმილის შემდეგ - არა.
15 მარტიდან ვაქცინაცია დაწყებულია. ყველას უმორჩილესად გთხოვთ ჩაკიდეთ ხელი თქვენს დედებს და მამებს და წაიყვანეთ ვაქცინაციაზე!” – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.