02 სექტემბერი 2026,   01:20
ვრცლად
უსაფრთხო არჩევნები პანდემიის პირობებში - დღეს ცესკო ჯანმრთელობის უსაფრთხოების განახლებულ ნორმებს განიხილავს

უსაფრთხო არჩევნები პანდემიის პირობებში - ცესკომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად განაახლა სამართლებრივი აქტები, რომელიც არეგულირებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ყველა დონის საარჩევნო კომისიაში, ისე უშუალოდ კენჭისყრის დღეს.

სწორედ ამ კონკრეტულ აქტებს განიხილავს დღევანდელ სხდომაზე კომისიის 17 წევრი. მისი დამტკიცების შემდეგ, დოკუმენტის ნახვა ცესკოს ვებგვერდზე ყველასთვის შესაძლებელი იქნება.

 

 

 

დღის ამბები