საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
კახა კუჭავას თქმით, ვაქცინაციასთან ერთად, აუცილებელია, დავიცვათ რეკომენდაციები და ამით გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ თავს, ასევე ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
"ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა. ვაქცინაციასთან ერთად, აუცილებელია, დავიცვათ რეკომენდაციები და ამით გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ თავს, ასევე ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მინდა მადლობა ვუთხრა ექიმებს, სამედიცინო სფეროს თითოეულ წარმომადგენელს თავდაუზოგავი შრომისთვის. დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით, ამ რთულ გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ",- წერს პარლამენტის თავმჯდომარე