"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, გივი მიქანაძის განცხადებით, კვლევით, რომელიც მმართველმა გუნდმა ჩაატარა, დასტურდება, რომ "ოცნების" მერობის კანდიდატი ქუთაისში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს პირველივე ტურში.
მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ქუთაისის საკრებულოში დიდი უმრავლესობა ექნება.
"ჩვენს კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს აქვს ყველანაირი მონაცემი იმისა, რომ პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვოს მერობის არჩევნებზე. ასევე, თუ გავითვალისწინებთ პროპორციულ არჩევნებზე განაწილებულ ხმებს, კვლევის შედეგად, ლოგიკურია, რომ შვიდივე მაჟორიტარს "ქართული ოცნება" მოიგებს და ძალიან დიდი უპირატესობა და დიდი უმრავლესობა ექნება ქუთაისის საკრებულოში. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი ამომრჩევლის ნებასა და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული 2 ოქტომბერს,"-განაცხადა მიქანაძემ.