მაშველებმა აბაშაში გაუჩინარებული მოზარდის საძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში ერთი პირის ცხედარი მდინარეში იპოვეს.
ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 105 თანამშრომელი.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მესამე დღეს მაშველებმა ცხედარი იპოვეს, ახლა კი სახლში უნდა გადაასვენონ. ისინი ბავშვის ექსპერტიზაში გადაყვანას არ აპირებენ.
"მესამე დღეა დღეს. პირდაპირ მიგვყავს სახლში, არანაირი ექსპერტიზა არ გვინდა,"- აცხადებს ოჯახის წევრი.
შეგახსენებთ, რომ სამი ბავშვი მეთევზეებმა იმავე დღეს გადაარჩინეს, დღეს კი 10 წლის ლუკას ცხედარი იპოვეს მდინარეში.