"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კოვიდთან დაკავშირებით უმძიმესი და ქაოსური მდგომარეობაა. ვაშაძის თქმით, შექმნილ სიტუაციაში აუცილებელია რეგულაციების გამკაცრება, რათა ინფექციის გადაცემის ჯაჭვი გაწყდეს:
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მინიმუმ 2 კვირის მანძილზე უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, რომ გადაცემის ჯაჭვი შეწყდეს ქვეყანაში. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდეს ვაქცინაციის ხელმისაწვდომობა და ასევე, ტესტირების შესაძლებლობა. უფასო ტესტირება უნდა იყოს ხელმისაწვდომი აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.