20 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
დღიურად საშუალოდ 25 000 აცრა არაა საკმარისი ეპიდემიის გარდატეხისთვის, ჩვენი მიზანია 35-40 ათასი აცრა - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინაციის ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი 25 000, რაც ეპიდემიის გარდატეხისთვის საკმარისი ტემპი არაა:

"ჩვენ ახლა ვართ დღიურად, საშუალოდ, 25 000  აცრაზე, რაც არ არის საკმარისი ტემპი მიმდინარე ეპიდემიის გარდატეხისთვის. ჩვენი მიზანია 35-40 ათასი აცრა შესრულდეს დღის განმავლობაში, იმისთვის, რომ ვაქცინაციის ფონზე იმუნური ფენა შეიქმნას უფრო სწრაფად.

დღეს უკვე ძალიან ბევრია აქტიური შემთხვევა, ნაწილი იმართება ბინაზე, ოჯახის ექიმების აქტიურობა მაღალია და კიდევ უფრო დეცენტრალიზაციას ვფიქრობთ, რომ ყველა ოჯახის ექიმი ჩაერთოს მასთან მიმაგრებული პაციენტების ბინაზე მართვაში, რათა თავიდან ავიცილოთ ჰოსპიტალიზაცია და პაციენტის მდგომარეობის დამძიმება ბინაზე,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები