20 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
ქართველი მძარცველების დაკავების შემდეგ ესპანეთის პოლიცია მოქალაქეებს ურჩევს, ნუ გამოაქვეყნებენ შვებულების ფოტოებს სოციალურ ქსელში 

ესპანეთის პოლიცია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, სოციალურ ქსელში ნუ გამოაქვეყნებენ ინფორმაციას და ფოტოებს შვებულებაში გასვლის შესახებ, ვინაიდან, ამ პერიოდში შესაძლოა, მათი სახლები მძარცველების სამიზნე გახდეს. 

ეს რეკომენდაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც რამდენიმე კვირის წინ სარაგოსაში, მილინოს ქუჩაზე სამი ქართველი - 24, 34 და 40 წლის მამაკაცი დააპატიმრეს.

ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ედებათ ქალაქში მდებარე არაერთი სახლის ძარცვაში.

პოლიციაში აღნიშნავენ, რომ კრიმინალის ეს სახეობა ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ესპანეთში. 

მძარცველები ყურადღებით არჩევენ სახლებს, განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში და ბინებში შესაღწევად იყენებენ სპეციალურ მოწყობილობებს, მათ შორის, პლასტიკურ სატყუარებს და სპეციალურ გაჯეტებს, რათა თავიდან იქნას აცილებული აშკარა ზიანი და მეზობლებს შორის ეჭვის გაღვივება.

სწორედ გახშირებული დანაშაულის გამო პოლიცია მოქალაქეებს რამდენიმე რჩევით მიმართავს, მათ შორის მოუწოდებენ, რომ არ ატვირთონ ფოტოები სოციალურ ქსელებში, რათა დაიცვან საკუთარი სახლები და არ მოხდეს ქურდების ინფორმირება - "სახლი ცარიელია".

დღის ამბები