02 სექტემბერი 2026,   20:41
ვრცლად
ქვეყანა ისევ ვირუსის პიკშია - სპეციალისტები სიკვდილიანობის ზრდის შესაჩერებლად მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ 

ყველა მონაცემით ვირუსის პიკი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ისევ გაგრძელდება. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ისევ და ისევ მაღალი პასუხისმგებლობისა და რეგულაციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

მათი რჩევა უცვლელია - ვაქცინაცია, რომელიც ვირუსის დამარცხების ერთადერთი გზაა. მედიკოსები მოუწოდებენ მოსახლეობას დროულად აიცრან, რათა ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა არ ჩამოიშალოს.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ვაქცინაცია პროცესის დასასრულებლად აუცილებელია. 

"ვაქცინაცია პროცესის დასრულებაში დაგვეხმარება. ასევე პირბადე და თავი უნდა შევიკაოთ ხალხმრავალი ადგილებისგან და შეკრებებისგან. მიუხედავად იმისა რა მიზეზი აქვს შეკრებას წინასაარჩევნოა, თუ სხვა სარიტუალო სუფრები,"- აცხადებს ზოიძე.

დღის ამბები