20 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
საბერძნეთში ქართველი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისი პარტნიორი მამაკაცი, ასევე საქართველოს მოქალაქეა

საბერძნეთში 55 წლის ქართველი ქალი მოკლეს - ეჭვმიტანილი მისი პარტნიორი მამაკაცია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა. შემთხვევა სალონიკში მოხდა. გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიცია მეზობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ქალის ყვირილი გაიგეს. გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

ადგილობრივი მედია წერს, რომ გარდაცვლილი საბერძნეთში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ოჯახის დამხმარედ მუშაობდა.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო.

დღის ამბები