საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ ბექა მინდიაშვილის ქადაგების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მათთვის მიუღებელია ნებისმიერი სასულიერო პირის მიერ გაკეთებული რადიკალური განცხადება და, მათ შორის, ანტისემიტური გამონათქვამები.
"სოციალურ ქსელში ვრცელდება დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ქადაგების ფრაგმენტი, რომელმაც საზოგადოებაში გარკვეული უკმაყოფილება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
შევნიშნავთ, რომ ქადაგება არასრული სახითაა გავრცელებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი ნაწილი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ იგი სცილდება ზოგადქრისტიანულ სწავლებას და, ამასთან, შეიცავს ანტისემიტურ განწყობას.
ადრეც გვითქვამს და კვლავ გავიმეორებთ, რომ ნებისმიერი ჩვენი სასულიერო პირის მიერ გაკეთებული რადიკალური განცხადება და, მათ შორის, ანტისემიტური გამონათქვამები საქართველოს ეკლესიისთვის ცალსახად მიუღებელია.
ვწუხვართ აღნიშნულის გამო, თუმცა გვინდა განვაცხადოთ, რომ ცალკეული ასეთი ფაქტი ჩრდილს ვერ მიაყენებს ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვან გამორჩეულ ურთიერთობასა და მეგობრობას,"-წერია განცხადებაში.