5021 ახალი შემთხვევა და 58 გარდაცვლილი - ასეთია განახლებული ეპიდსტატისტიკა. გამოჯანმრთელდა 5041 პირი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 747 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 312 კვლევაანტიგენის ტესტით და 20 435 PCR ტესტით.
ქვეყანაში "კოვიდ-19-ის" პანდემიის გავრცელებიდანდღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 528 043-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიურიმაჩვენებელი არის 9.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.84% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.57%.
ბოლო 24 საათში აიცრა 28 ათასზე მეტი პირი. საერთო ჯამში ქვეყანაში მილიონ 34 ათასი ვაქცინაა გაკეთებული.