20 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
პანკისში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს, ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წაუყენონ

პანკისში დაკავებულ 5 პირს ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წაუყენონ, რის შემდეგაც მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს. დაკავებულებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ადანაშაულებენ.

საქმის დეტალებს ადვოკატები დღეს, მასალის გადაცემის შემდეგ გაეცნობიან. მათი თქმით, დაკავებული პირების პოზიცია - აღიარებენ თუ არა ბრალს, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. 


სუს-ის ინფორმაციით, ხუთივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. ისინი ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანდნენ და სირიაში, ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას გეგმავდნენ. სპეცოპერაცია ხეობის ორ სოფელში - ქორეთსა და დუისში გუშინ ჩატარდა.

დღის ამბები