დამატებითი რეგულაცია ძალაში დღეიდან შედის - საკოორდინაცო საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, ამიერიდან კვების ობიექტები ღამის 11 საათის ნაცვლად მუშაობას 1 საათით ადრე დაასრულებენ.
პარალელურად, გაგრძელდება კვების ობიექტების მიერ დაწესებული რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.
გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან რესტორატორები. ასოციაციის ხელმღვანელი თვლის, რომ არსებულ ვითარებაში გაცილებით უკეთესი იქნება თუ საბჭო მეტ ყურადღებას ვაქცინაციის პროცესსა და არსებული რეგულაციების დაცვას დაუთმობს.