სახალხო დამცველი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადებას ითხოვს. ნინო ლომჯარია საფუძვლად ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ასახელებს.
"არჩევნების გადადება-არგადადების საკითხი არ არის მხოლოდ წმინდა პოლიტიკური საკითხი. უფრო მეტად ეს არის ეპიდემიოლოგიური და ადამიანის უფლებების საკითხი. ეპიდემიოლოგები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ჯანდაცვის სექტორი არის გადატვირთული.
თუ ყველა ვაღიარებთ, რომ არჩევნები ზრდის მობილობას, შესაბამისად, ზრდის ინფიცირებულთა რაოდენობას, მაშინ რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ერთ თვეში, როდესაც გვექნება არჩევნები და დიდი ალბათობით კიდევ უფრო გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. რატომ იღებთ ამ გადაწყვეტილებას ადამიანების სიცოცხლის უფლების ხარჯზე,"- აცხადებს ნინო ლომჯარია.