პანკისის ხეობაში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ.
დაკავებულები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. ბრალის დადგენილების წარდგენას დაესწრებიან ასევე მათი ინტერესების დამცველებიც.
ადვოკატები აცხადებენ, რომ მასალების გაცნობის შემდეგ ექნებათ კონკრეტული ინფორმაცია ბრალის შესახებ.
დაკავებულების ოჯახის წევრები კი ბრალდებებს არ ეთანხმებიან და იმედი აქვთ, რომ დაკავებულებს გამოუშვებენ.
გამოძიება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით არის დაწყებული. ცნობილია, რომ საქმეში დევს სატელეფონო ჩანაწერები, ფოტო და აუდიო-ვიდეო მასალები.