18 მაისი 2024,   10:10
ვრცლად
გოდერძის უღელტეხილზე ავტომობილი ხევში გადავარდა, გარდაიცვალა 1 პირი - მანქანის გადავარდნის ვიდეოკადრები
გოდერძის უღელტეხილზე გზის სავალი ნაწილიდან ავტომობილი ხევში გადავარდა.
"TV25"– ის ინფორმაციით, მანქანაში უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. გარდაცვლილია ერთი პირი.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
დღის ამბები