1-ლი სექტემბრიდან ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ორი ქვეყნის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი მოსახლეობას როგორც საქართველოში, ასევე ჩრდილოეთ მაკედონიაში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმისგან ათავისუფლებს.