20 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
კორონავირუსით ანჩისხატის ტაძრის მღვდელმსახური გარდაიცვალა

კორონავირუსით გამოწვეული ჯანმრთელობის გაუარესების შედეგად კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა. ინფორმაციას მსოფლიოს საეკლესიო სიახლენი ავრცელებს. მათივე ცნობით, გარდაცვლილი 52 წლის დეკანოზი აკაკია, რომელიც ანჩისხატის ტაძარში მსახურობდა.

"52 წლის ასაკში კორონავირუსულ ინფექციას ემსხვერპლა დეკანოზი აკაკი (მეგრელიშვილი) თბილისის ანჩისხატის ტაძრის მღვდელმსახური, კოვიდთან ერთთვიანი უშედეგო ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს!" - წერია მსოფლიო საეკლესიო სიახლენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები