20 ნოემბერი 2024,   03:07
ვრცლად
არის თუ არა უსაფრთხო ვაშლიჯვრის ფერდი - მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა დღეს გაიხსნება

თბილისში მაჭავარიანის ქუჩა, ვაშლიჯვრის გზა დღეს ორმხრივად გაიხსნება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში პრევენციული სამუშაოს ეტაპი სრულდება.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა, მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა დღეს აღდგება.

"ჩვენ ვხსნით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქუჩას, სადაც რამდენიმე თვის წინ, მეწყერის გააქტიურების გამო, შევაჩერეთ ყველანაირი გადაადგილება. დღეს კი გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს გზა გავხსნათ," - განაცხადა კახა კალაძემ.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ 6 თვის განმავლობაში ადგილზე ექსპერტები მუშაობდნენ, თუმცა, მათ მიერ დადებული დასკვნა, საჯარო და ხელმისაწვდომი არ არის. შესაბამისად, ექსპერტი ამბობს, რომ მას არ აქვს დადასტურებული ინფორმაცია, თუ რამდენად უსაფრთხოა მაჭავარიანის ქუჩის გახსნა. 

"ეს არის დიდი ფერდი, რომელიც გელოვანის გამზირზე მთავრდება. ძალიან რთული უბანია, ამიტომ ასე ხელგასმით თქვა, რომ ის მეწყერი აღარასოდეს ჩამოვა - შეუძლებელია. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ეს უბანი პერიოდულად შეგვახსენებს ხოლმე თავს,"- აცხადებს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი.

დღის ამბები