20 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს - სინოპტიკოსები ხანძრების საფრთხის შესახებ საუბრობენ

27-30 აგვისტოს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლებელია, 39, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 38 გრადუსს გადააჭარბოს.

29-30 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს.

დღის ამბები