20 ნოემბერი 2024,   03:01
ვრცლად
დელტა შტამი ორსულებში უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი აგრესიულობით ხასიათდება - თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის დელტა შტამი ორსულებში უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში.

მანვე აღნიშნა, რომ დაავადებამ ორსულებში, შესაძლოა, შედარებით მძიმე მიმდინარეობა გამოიწვიოს.

"იმუნური სტატუსიდან გამომდინარე, დელტა შტამი ორსულებში უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი აგრესიულობით ხასიათდება ორსულებთან მიმართებით. ასევე, დაავადებამ შედარებით მძიმე მიმდინარეობა შეიძლება გამოიწვიოს ორსულებში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პრევენციული ზომები გატარდეს და თუ დადგა ინფიცირება, სწრაფად მოხდეს შესაფერისი რეაგირება. მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება,"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ორსულებისთვის, რომელთა შემთხვევებშიც დაავადება მსუბუქი მიმდინარეობისაა, დამატებითი კომპონენტი ამოქმედდება და სპეციალიზებულ კლინიკაში გაეწევათ კონსულტაცია.

"რაც შეეხება სამედიცინო სერვისის მიწოდების ნაწილს, ორსულებისთვის სპეციალიზებული კონსულტაციის გაწევისითვის 15 22-ს მიმდინარე დღეებში დაემატება კიდევ მეან-გინეკოლოგების სერვისი, მათი ტრენინგი ამ კვირაში განხორციელდა. ისინი ოჯახის ექიმებთან ერთად გასცემენ დამატებით რეკომენდაციებს ორსულებისთვის. საუბარია მსუბუქ შემთხვევებზე, იმ ორსულებზე, ვინც იმყოფება ბინაზე. როგორც მოგეხსენებათ, ბინაზე მყოფი პირებისთვის ჩვენ ისედაც ვახორციელებთ ლაბორატორიული გამოკვლევების ნაკრებს. ამ პროგრამაში ჩაერთვება მეორე, მესამე დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები, ამბულატორიული სპეციალიზებული სერვისისთვის, რათა ორსული, რომელიც საჭიროებს მეთვალყურეობას კოვიდინფექციის გამო, მივიდეს არასტანდარტულ საავადმყოფოში, არამედ სპეციალიზებულ კლინიკაში და იქ მიიღოს ასევე სპეციალისტის კონსულტაცია. ეს კომპონენტიც მოკლე ხანში ამოქმედდება,"- განაცხადა თამარა გაბუნიამ.

დღის ამბები