ისრაელის ელჩი რან გიდორი სასულიერო პირის, არჩილ მინდიაშვილის ქადაგებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ეს ქადაგება აღმაშფოთებელ ანტისემიტურ მესიჯებს შეიცავდა, მათ შორის საუბარი იყო COVID-19-ის ვაქცინაზე, სასულიერო პირი თავის მრევლს, მისი გაკეთებისგანაც თავშეკავებისკენ მოუწოდებდა.
"გაოგნებული ვარ სასულიერო პირის, არჩილ მინდიაშვილის ახლახანს გამოქვეყნებული ქადაგების მოსმენით, რომელიც შეიცავდა აღმაშფოთებელ ანტისემიტურ მესიჯებს. მათი ზოგადი კონტექსტი წარმოადგენდა მრევლის მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისგან თავის შეკავებას.
ეს ფაქტი დაემატა ბოლო 8 თვის განმავლობაში წარმოთქმულ 3 არანაკლებ ანტისემიტურ ქადაგებას, რომლებიც წარმოთქვეს ქუთაისი-გაენათის მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა (2020 წლის 20 დეკემბერი), ქუთაისის სამების ეკლესიის მღვდელმსახურმა ილია კარკაძემ (2021 წლის 4 იანვარი) და ეპისკოპოსმა საბა გიგიბერიამ (2021 წლის 8 თებერვალი).
საქართველოში არ არის ანტისემიტური საზოგადოება და ებრაელებს ყოველთვის მიესალმებოდნენ ამ ქვეყანაში. ჩვენი ორმხრივი სავაჭრო, კულტურული, სამეცნიერო თანამშრომლობები და ტურისტული კავშირები ამ 26 საუკუნოვანი მეგობრობის დასტურია.
თუმცაღა, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მიერ გაჟღერებული ანტიებრაული განცხადებები შეშფოთების საბაბს იძლევა და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს. თვით ფაქტი, რომ დიაკონ მინდიაშვილის წაქეზება მალევე მოყვა 5 ივლისის ძალადობრივ თვდასხმებს ჟურნალისტებზე, ლგბტ აქტივისტებსა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, უფრო მეტად შემაშფოთებელია და მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას.
ამ ფონზე, ისრაელის საელჩო დაარწმუნა საქართველოს საპატრიარქომ საჯარო განცხადებით, (24 აგვისტოს დათარიღებული) დაარწმუნა ისრაელის საელჩო, რომ ,,... სასულიერო პირების ნებისმიერი რადიკალური განცხადება და ანტისემიტური ხედვები არის სრულიად მიუღებელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის". ჩვენ ასევე მივესალმებით მსგავს განცხადებას საქართველოს შესაბამისი სამთავრობო უწყებებიდან.
გარდა ამისა, ეს უკანასკნელი წახალისება კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს აუცილებლობას გაწევრიანდეს 30-ზე მეტი ქვეყნისა და ორგანიზაციის რიგებში (მათ შორის ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია), რომლებმაც უკვე მიიღეს IHRA (ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ალიანსი) მიერ გამოქვეყნებული ანტისემიტიზმის არასამართლებრივად სავალდებულო სამუშაო განმარტება.
მომავალ წელს ისრაელი და საქართველო აღნიშნავს ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს. ჩვენ მოუთმენლად ველით აღვნიშნოთ საიუბილეო წელი მრავალი ახალი ერთობლივი პროექტით, შეთანხმებითა და ინიციატივით. ეს ასევე იქნება შესაფერისი შესაძლებლობა ვაღიაროთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობა ილია მეორის პირადი ღვაწლი, რომელიც სამართლიანად არის მიჩნეული ისრაელისა და ებრაელი ხალხის ჭეშმარიტ მეგობრად. ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, უწმინდესის წინამძღოლობით, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაემიჯნოს იმ ბნელ ხმებს, რომლებიც ავრცელებენ სიძულვილს, ფანატიზმსა და შეუწყნარებლობას და ნაცვლად ამისა წაახალისებს ძმობის, თანაგრძნობისა და სიყვარულის გზავნილებს,"- აღნიშნულია ისრაელის ელჩის განცხადებაში.