"კურიერის" მიერ ტერორისტების საქმეზე მოპოვებული კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელშიც დაკავებული ჰამზატ ბაღაკაშვილის ძმა ფიგურირებს.
ვიდეოკადრები სირიაშია გადაღებული. "კურიერის" ინფორმაციით, მუჰამედ ბაღაკაშვილი სწორედ ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა.
ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მოიპოვა ფოტოებიც, სადაც მუჰამედ ბაღაკაშვილი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას დაკავებულ ბორზიევთან ერთადაა გადაღებული, ეს გამოძიებისთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ მას და მის დაკავებულ ძმას ტერორისტებთან კავშირი ნამდვილად ჰქონდათ.
ახლა გამოძიება ტერორიზმის საქმეში მონაწილე სხვა პირების დადგენასა და იდენტიფიცირებაზე მუშაობს.