სტიმულირების პაკეტი გიდებისთვის. რეგისტრირებულ გიდებს, თუ ისინი ორი დოზით არიან ვაქცინირებულები, მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და სამთო-საკურორტო ზონებში საბაგირო გზით უფასოდ სარგებლობა შეეძლებათ.
ვაქცინირებული პერსონალის შემთხვევაში შეღავათებით სარგებლობა შეეძლებათ ტურისტულ კომპანიებსაც.
ინიციატივის კიდევ ერთი ნაწილი, სასტუმროების და კვების ობიექტების წახალისებაა. სასტუმროებში, სადაც პერსონალის 60% სრულად ვაქცინირებული იქნება, სტუმრების განთავსებისას პრიორიტეტი მიენიჭება. ანალოგიური პრინციპით გაეწევათ რეკომენდაცია უცხოელ სტუმრებთან კაფე-რესტორნებსაც.