23 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
ძლიერმა სეტყვამ კახეთის რამდენიმე სოფელში ვენახები გაანადგურა

ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონი დააზარალა.

სტიქიის შედეგად განადგურდა ვენახების დიდი ნაწილი თელავის რაიონის სოფელ აკურაში. ანალოგიური მდგომარეობაა ყვარლის რაიონის რამდენიმე სოფელში, სადაც მოწეული ყურძნის 90 % განადგურებულია.

სეტყვის პარალელურად, რეგიონში ძლიერი ქარიც იყო, რამაც მრავალწლიანი ხეების წაქცევა გამოიწვია. ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სტიქიის ზონაში, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში იმყოფება კახეთის გუბერნატორი, სადაც ზარალის შესახებ ინფორმაციის მოგროვება მიმდინარეობს.

დღის ამბები