03 სექტემბერი 2026,   04:42
ვრცლად
კახეთში ზარალს ითვლიან - ძლიერმა სტიქიამ თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვნად დააზარალა

კახეთში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერი სეტყვის შედეგად თელავის, გურჯაანისა და ყვარლის რაიონის სოფლები დაზარალდა.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა თელავის რაიონის სოფელ აკურაში, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში, გურჯაანის რაიონის სოფლებში, ვანნაძიანში, კალაურსა და ველისციხეში, სადაც სტიქიამ ვენახების 90 % გაანადგურა.

სეტყვასთან ერთად რეგიონში იყო ძლიერი ქარი, წაქცეულია მრავალწლიანი ხეები და დაზიანებულია სახურავები.

ადგილობრივი ხელისუფლება ამ დროისთვის სტიქიის ზონებიდან სეტყვის და ქარით მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაციას აგროვებს. მევენახეების თქმით, მოსავლი მათ უმრავლესობას დაზღვეული არ ჰქონდა. კახელი გლეხები ხელისუფლებას ბანკის კრედიტის გადავადებას სთხოვენ.

დღის ამბები