თბილისში, გუშინ ღამით, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერი ქალი დაჭრეს.
"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს რამდენიმე ადგილას დაზიანება ე.წ. კისტის თოფიდან მიაყენეს.
გასროლა რამდენჯერმე განხორციელდა.
ტრანსგენდერი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა სტაბილურია.
შსს-მ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.