შსს-მ სასამართლოს მიმართა ნაძალადევში პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" მაჟორიტარობის კანდიდატის, ბადრი გრიგალაშვილის მიერ ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად ორი ძირი კანაფის კულტივირების საქმეზე. ამის შესახებ გრიგალაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"დღეს დილიდან ჩემს საარჩევნო კამპანიაში ოფიციალურად შსს ჩაერთო. 13 ივლისს გიორგი სლოევის მხარდასაჭერად და ველური ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად, სასამართლოს ეზოში ორი ძირი კანაფი დავაკულტივირე, რომლის საფუძველზეც დღეს შსს-მ სასამართლოს მიმართა. ჯერჯერობით, მედავებიან ორი მუხლით: კანაფის კულტივაცია და პროპაგანდა. როგორც მითხრეს, უახლოეს დღეებში იქნება პროცესი და "გამასამართლებენ."