ამირან გამყრელიძე ექიმებს ვაქცინაციის საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ანტივაქსერულ მოწოდებებს ავრცელებენ.
"მწყინს, რომ კოლეგებში ანტივაქსერები არიან. ეს ანტივაქსერობა თქვენთვის შეინახეთ," - აღნიშნა გამყრელიძემ მედიავებინარზე.
გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში ექიმების 66% ვაქცინირებულია, ხოლო სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალიდან აცრილია 46%.