20 ნოემბერი 2024,   03:06
ვრცლად
"დელტა" შტამით დამძიმებული ეპიდვითარება მსოფლიოში - ქვეყნები პანდემიიდან გამოსავალს ვაქცინაციაში ხედავენ

"დელტა" შტამის გამო, სტატისტიკა მზარდია თითქმის ყველა ქვეყანაში. ამერიკის სამხრეთ შტატებში კლინიკების 90 პროცენტი პაციენტებს უკვე ვეღარ იტევს.

ავსტრალია და ახალ ზელანდია ვირუსთან გამკლავებას რეგულაციების გამკაცრებით ცდილობენ. ავსტრალიის მთავრობა გამოსავალს ვაქცინაციაში ხედავს, ამიტომ ავსტრალიაში შეზღუდვები იქამდე შენარჩუნდება, სანამ ვაქცინაციის მაჩვენებელი 70-80% არ გაუტოლდება.

ლოკდაუნის მიუხედავად, ეპიდემიოლოგიური სურათი უარესდება ახალ ზელანდიაშიც. ამის მიზეზი ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია.

მესამე დოზით აცრას სკეპტიკურად უყურებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. ჯანმოში ამბობენ, რომ COVID-19-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზების სარგებლიანობასა და უსაფრთხოებაზე მონაცემები ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

დღის ამბები