20 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
ჩვენ ყოველდღე ვლოცულობთ საქართველოსა და მსოფლიოსთვის, აგრეთვე ვლოცულობთ გარდაცვალებულთათვის - ილია მეორე 

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად, საპატრიარქოს რეზიდენციაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი სავედრებელი პარაკლისი აღავლინა და ქვეყანა დალოცა.

"ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მსოფლიო! ჩვენ ყოველთვის, ყოველ დღე ვასრულებთ სპეციალურ ლოცვებს საქართველოსა და მსოფლიოსთვის, აგრეთვე ვლოცულობთ გარდაცვალებულთათვის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სული," - განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა.

28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. 

დღის ამბები