კიდევ ერთი მითვისებული არტეფაქტი და შავი არქეოლოგიის შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში - რუსმა არქეოლოგებმა აფხაზ კოლეგებთან ერთად ქალაქ ოჩამჩირესთან მეხუთე-მეექვსე საუკუნით დათარიღებული ტყვიის სარკოფაგი აღმოაჩინეს. მსგავსი რამ აქამდე რეგიონში არ მომხდარა.
სარკოფაგში, სავარაუდოდ, მაღალი რანგის სამღვდელო პირი, ან დიდგვაროვანის ნეშტია მოთავსებული.
ოკუპირებულ რეგიონში ირწმუნებიან, რომ სარკოფაგს სოხუმის მუზეუმში გამოფენენ, თუმცა როგორც ეს არაერთხელ მომხდარა, არ არის გამორიცხული, რომ უნიკალური არტეფაქტი ოკუპანტი რუსეთის რომელიმე მუზეუმში აღმოჩნდეს.