ტრაგიკული შემთხვევა შეკვეთილში. 27 წლის ლადო გოგუას, რომელიც შეკვეთილში დასასვენებლად იმყოფებოდა, ზღვაში სკუტერის ამოყვანის დროს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მას რამდენიმე პირთან ერთად სკუტერი სპეციალური ელექტრომოწყობილობით ზღვიდან ამოჰყავდა, რა დროსაც წყალში მყოფ ახალგაზრდას დენმა დაარტყა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.