განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა. მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პანდემიასთან გამკლავება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში აცრილი მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 9-დან 46%-მდე გაიზარდა.
განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის ამცრელი კაბინეტები საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში არის გამოყოფილი და აქტიურად მიმდინარეობს როგორც საჯარო და კერძო სკოლების, ასევე პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაცია.
"ავიცერი Pfizer-ის მეორე დოზით პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლების ჯგუფთან ერთად. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პანდემიის პერიოდში აცრა ეს არის თავდაცვის საუკეთესო საშუალება. შესაბამისად, მე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, რომ აიცრან. გავუფრთხილდეთ ჩვენი ბავშვებისა და შვილების ჯანმრთელობას," - აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.