27 აპრილი 2024,   02:59
ვრცლად
დახმარება ფერმერებს - სახელმწიფო დაზარალებულებს 1 ჰექტარში 3000 ლარს გადაუხდის

ბოლო სამი დღის განმავლობაში კახეთში სტიქიის შედეგად 3000 ტონამდე დასეტყვილი ყურძენი სახელმწიფო საწარმომ ჩაიბარა.

მევენახეთა შემოსავალი 2 მილიონ ლარს აღწევს.მთავრობის გადაწყვეტილებით, ვისაც მოსავალი სრულად გაუნადგურდა, სახელმწიფო ჰექტარში 3000 ლარს გადაუხდის.

ფერმერებს დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება 3 სექტემბრამდე შეეძლებათ. პრემიერის დავალებით, უკვე რამდენიმე დღეა რეგიონში მუშაობს ოპერატიული შტაბი და ადგილზე ყურძნის ჩაბარების პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრი აკვირდება.

დღის ამბები