03 მაისი 2024,   11:42
ვრცლად
ქაბულიდან ამერიკელი სამხედროების ევაკუაცია დასრულდა - 20 წლის შემდეგ, აშშ-მ ავღანეთი სრულად დატოვა 

ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების ევაკუაცია დასრულებულია - შეერთებულმა შტატებმა 20 წლის შემდეგ ქვეყანა სრულად დატოვა.

ბოლო 17 დღეში ამერიკელებმა ავღანეთიდან 120 ათასზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. მათ შორის შეერთებული შტატების 6 ათასი მოქალაქე.

ამერიკული ჯარის გასვლა იზეიმეს თალიბანის მებრძოლებმა. თალიბანის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ ავღანეთმა სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა.

შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს ავღანეთის დატოვებისთვის ბოლო ვადა დღეს ამოეწურა.

დღის ამბები