20 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
თამარ გაბუნია კლინიკებს ჟანგბადის რაციონალური გამოყენებისკენ მოუწიდებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კლინიკებს მოუწოდებს, რომ ჟანგბადის რაციონალური მოხმარების რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ჟანგბადის მოწოდებისა და მოხმარების ინტენსივობა ძალიან გაზრდილია და შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს იმისათვის, რომ ჟანგბადი მარაგი უწყვეტად შემოიტანოს.

"ჟანგბადის მოწოდების და მოხმარების ინტენსივობა არის ძალიან გაზრდილი. ამ გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად როგორც იცით მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო და სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება ჟანგბადის იმპორტი. 

ლოჯისტიკური პროცესი არის ძალიან დატვირთული, თუმცა ჯერჯერობით არცერთ კლინიკას პრობლემა ჟანგბადის მიწოდებაში არ შექმნია. ჩვენ ვთხოვთ მათ რომ გამოიყენონ ჟანგბადის რაციონალური მოხმარების რეკომენდაციები, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს. იყო შემთხვევები, როდესაც ჟანგბადის სისტემა იყო გახსნილი, იკარგებოდა ჟანგბადი, ისე, რომ პაციენტი ამას ვერ იყენებდა," - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

დღის ამბები