საზარელი ავარია სართიჭალაში - ერთმანეთს ტრაილერი და "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ავარიას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც.
ამ წუთებში ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული, რომელიც დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევს.
რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.