სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თაღლითური დაჯგუფების სქემა გაშიფრა და 7 ადამიანი ყალბი კოვიდ პასპორტების დამზადებისთვის დააკავა. დაკავებული ოთხი პირი საქართველოს მოქალაქეებისგან კოვიდ პასპორტების დამზადების სანაცვლოდ, 350 ევროს იღებდა.
დაკავებულია კიდევ 3 პირი, რომელიც იგივე სქემით მოქმედებდა და ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს 400 ლარად ყიდდა.
სამოქმედო სქემა "კურიერმა" გაშიფრა. ჯგუფს მანანა კვარაცხელია ხელმძღვანელობდა, სწორედ ის ავალებდა მადონა ლაშხიას, ირინე არჩვაძესა და ესმა პაპავას მსურველების მოძიებას. მას შედეგ, რაც დაჯგუფების სამი წევრი საქართველოს დატოვების მსურველს იპოვიდა, მანანა კვარაცხელია მადრიდში რეკავდა და მის მეგობრებთან ყალბ კოვიდ პასპორტს უკვეთავდა. გზავნილი საქართველოში ფოსტის დახმარებით ჩამოდიოდა.
მანანა კვარაცხელიას დაჯგუფების წევრი იყო ესმა პაპავა, რომელიც პანდემიის დროს გახსნილ რუხის კოვიდ კლინიკაში ექთნად მუშაობდა. 4 ქალს დღეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.