20 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
თბილისის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თბილისის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. კახა კალაძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად თბილისის სხვადასხვა უბანში იმყოფებოდა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ამომრჩევლებს საკუთარი გეგმები და რაიონების განვითარების გეგმები გააცნეს. 

სამგორის რაიონში ადგილობრივებს კახი კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატთან, რევაზე სოხაძესთან ერთად შეხვდა. შეკრებილებმა მიიღეს დაპირება, რომ წლის ბოლომდე მათ ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურებათ, მოწესრიგდება შიდა ინფრასტრუქტურაც. 

კანალიზაცია და შიდა გზები - ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომლებიც აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლებს აწუხებთ, თუმცა კალაძის თქმით, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. 

აფრიკის დასახლების შემდეგ, კახი კალაძემ მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად, უკვე განხორციელებული პროექტები ვარკეთილშიც დაათვალიერა. 

სამგორის რაიონის შემდეგ თბილისი მერი ხვალ უკვე ვაკის მოსახლეობას შეხვდება და საარჩევნო პროგრამის დეტალებს გააცნობს. 

დღის ამბები