20 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
დელტა შტამის რეკორდული გავრცელება მსოფლიოში - ისრაელმა და აშშ-მა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი დაკარგეს

ისრაელში პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული რაოდენობის დღიური ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ვირუსი 10 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. დელტა შტამის სწრაფად გავრცელების გამო ისრაელი ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო.

უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი დაკარგა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, სადაც განსაკუთრებით მძიმე სურათი ქვეყნის სამხრეთ ნაწილშია. ამოწურულია სამედიცინო რესურსი. ამერიკის სამხრეთ შტატების საავადმყოფოებში ჟანგბადის მარაგის დეფიციტია. დელტა შტამმა შემთხვევები და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გააორმაგა.

ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დეკემბრამდე COVID-19-ით კიდევ 100 ათასი ადამიანი დაიღუპება.

რთული სურათია ალბანეთშიც, სადაც კომენდანტის საათი დაწესდა, პირბადის ტარება კი დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა. აქ 1-ლი სექტემბრიდან კომენდანტის საათი ამოქმედდება.

ევროპაში ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო კვირებში 10%-ით არის გაზრდილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შემთხვევების მატება შეზღუდვების გაუქმებამ და ზაფხულში ტურისტულმა სეზონმა განაპირობა.

მსოფლიოში დელტა შტამის რეკორდული გავრცელების პარალელურად, სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს. მეცნიერების განცხადებით, ახალ ვარიანტს მუტაციის გაძლიერებული შესაძლებლობა აქვს. ამ დროისთვის სამხრეთ აფრიკის გარდა, ახალი შტამი დაფიქსირებულია 5 ქვეყანაში, მათ შორის პორტუგალიაში, ახალ ზელანდიასა და შვეიცარიაში.

ავტორი: თამუნა ხონელიძე

 

დღის ამბები