როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები შემოდგომის პირველ დღეს.
ხვალ ბათუმსა და ფოთში 28 გრადუსი სითბო იქნება.
+28 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმშიც.
ზუგდიდში ჰაერი 30 გრადუსამდე გათბება.
+30 გრადუსია ნავარაუდევი ახალციხეშიც.
+32 გრადუსი სიცხე იქნება ქუთაისში.
ლენტეხში +29, ცაგერსა და ამბროლაურში კი +28 გრადუსია მოსალოდნელი.
+31 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში.
გორში +33 გრადუსი სიცხეა ნავარაუდევი.
+35 გრადუსი იქნება თბილისში.
რუსთავში 36 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი.
32 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავსა და სიღნაღში, ხოლო ყვარელში +34 გრადუსია ნავარაუდევი.